არჩილ თალაკვაძე კნუტ აბრაჰამს შეხვდა

14/09/2017

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე გერმანიის ფედერალური კანცლერის სამსახურში სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსს, კნუტ აბრაჰამს შეხვდა.
არჩილ თალაკვაძემ გერმანელ სტუმართან ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობაზე, ასოცირების დღის წესრიგზე, პარლამენტის საქმიანობაზე, საკონსტიტუციო რეფორმაზე, ასევე, საარჩევნო გარემოზე ისაუბრა და გერმანიის მხრიდან საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0