არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის ელჩს შეხვდა

10/03/2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო პოზიტიურ საერთაშორისო გამოხმაურებას ევროსტრუქტურების მხრიდან, რომელიც პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებას და პოლიტიკური დიალოგის წარმატებით დასრულებას მოჰყვა. ევროკავშირის ელჩმა დადებითად შეაფასა მიღწეული შეთანხმება და პარლამენტის თავმჯდომარეს მნიშვნელოვანი პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა. არჩილ თალაკვაძემ კარლ ჰარცელს მადლობა გადაუხადა პროცესში მონაწილეობის და მისი წარმატებით დასრულებაში შეტანილი წვლილისთვის. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის სხვა მიმდინარე საკითხებიც, მათ შორის, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (DCFTA) განხორციელება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაძლებლობების უკეთ გამოყენება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0