არჩილ თალაკვაძე გერმანიის ელჩს შეხვდა

03/07/2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. არჩილ თალაკვაძემ ელჩს მადლობა გადაუხადა გერმანიის მხრიდან საქართველოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0