არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს და ევროკავშირის ელჩს შეხვდა

19/11/2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ელიზაბეტ რუდს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა. შეხვედრაზე პოლიტიკური პროცესის კონსტრუქციულად გაგრძელების შესაძლებლობები, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები და პარლამენტის საშემოდგომო სესიის მნიშვნელოვანი თემები განიხილეს. არჩილ თალაკვაძემ ელჩებს მადლობა გადაუხადა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე ჩართულობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და უკანონოდ დაკავებული ექიმი მალე დაუბრუნდება ოჯახს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0