არჩილ თალაკვაძე აფხაზეთის ომის ვეტერანებს შეხვდა

15/08/2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აფხაზეთის ომის ვეტერანებს შეხვდა.

„თქვენ მძიმე ომი გადაიხადეთ, დაკარგეთ ძმები და დები, თანამებრძოლები, თუმცა დღესაც, ამდენი წლის შემდეგ არ დაგიკარგავთ რწმენა და იმედი, რომ საქართველო გაერთიანდება, ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს და მშვიდობიანი მომავალი გვექნება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აფხაზეთის ომის ვეტერანებთან შეხვედრაზე.

არჩილ თალაკვაძემ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო, აფხაზეთის ომის ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს სამშობლოსათვის თავდადებისა და განსაკუთრებული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

აფხაზეთის ომის ვეტერანებმა და მოწვეულმა სტუმრებმა 27 წლის წინ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და პარლამენტის თავმჯდომარეს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადეს. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად შეხვედრას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძე, პარლამენტის წევრები: სიმონ ნოზაძე და გოგი მეშველიანი ესწრებოდნენ. 14 აგვისტოს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 27 წელი გავიდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0