არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

25/12/2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ მეგობრულ და პარტნიორულ კავშირებზე ისაუბრეს და ამ კონტექსტში, ყურადღება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს. ხაზი გაესვა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების მჭიდრო ურთიერთობის მნიშვნელობას. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და აღინიშნა, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, სავაჭრო კავშირებისა და ტურიზმის სფეროს სწრაფი აღდგენა ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტული საკითხია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს საქმიანობაში წარმატებები უსურვა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0