პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელმარ მამადიაროვი მიიღო, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე საუბრის მთავარი საკითხები ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა და პოლიტიკური ურთიერთობები იყო. მხარეებმა შეაფასეს სექტორული თანამშრომლობის მიღწევებიც. მათი შეფასებით, უნდა შენარჩუნდეს პოზიტიური დინამიკა ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით.
არჩილ თალაკვაძემ და ელმარ მამადიაროვმა განსაკუთრებული ყურადღება, ასევე, რეგიონის სატრანზიტო პროექტებზე გაამახვილეს და ენერგიისა და ტრანსპორტის მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.
არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

23/12/2019