არჩილ თალაკვაძემ და დეპუტატებმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს

09/05/2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დეპუტატებთან – გიორგი ვოლსკისთან, ირაკლი სესიაშვილთან და კობა კობალაძესთან ერთად, ვაკის პარკში იმყოფებოდა, სადაც უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო. პარლამენტის წევრებმა მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0