ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლმა არჩილ გოგსაძემ, გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ამ ეტაპზე „ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ ფარგლებში მიმდინარეობს:
ბაღდათი-საკრაულას და საკრაულა-წიფის მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომლის საპროექტო ღირებულება 514 675 ლარია.
სოფ.პირველი და მეორე ობჩის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ.როდინოულთან დამაკავშირებელი გზის რეაბლიტაცია. საპროექტო ღირებულება 777 861 ლარი.
სოფ. პირველ ობჩაში მთისძირისკენ მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. საპროექტო ღირებულება 349 995 ლარი.
არჩილ გოგსაძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
18/08/2017