არჩევნების თარიღი არ შეიცვლება, წინასაარჩევნო რეჟიმში კი ქვეყანა 7 თვე ვერ იცხოვრებს

08/04/2016

არჩევნების თარიღი არ შეიცვლება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის დაწყების პერიოდს, მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ ტექნიკურ და იურიდიულ დეტალებზე კონსულტაციები მიმდინარეობს, რომელშიც ცენტრალური საარჩევნო კომისიაცაა ჩართული.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა 7 თვე წინასაარჩევნო რეჟიმში ვერ იცხოვრებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0