გიორგი ალიბეგაშვილმა და გიორგი ტყემალაძემ „არქიტექტურული პრემია 2016“-ის გამარჯვებულები დააჯილდოვეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან, ასევე წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან გიორგი ტყემალაძესთან და მოადგილესთან მალხაზ მჭედლიშვილთან ერთად არქიტექტურის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალს დაესწრო. საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის „არქიტექტურული პრემია 2016“-ის დაჯილდოების ცერემონიალი „თბილისობა 2016“-ის ფარგელბში თბილისის მერიის მხარდაჭერითა და „საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის“, ასევე ჟურნალის “STYLE“ ეგიდით გაიმართა. გიორგი ალიბეგაშვილმა და გიორგი ტყემალაძემ ფესტივალზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და ორ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული კომპანიები სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს. საერთაშორისო კონკურსი ,,არქიტექტურული პრემია 2016“, რომელშიც მონაწილეობა ქართველმა და უცხოელმა არქტიტექტორებმა მიიღეს, საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი სივრცის, შენობების, ასევე ინტერიერისა და დიზაინის სფეროებს მოიცავს და იგი არქტიტექტურისა და დიაზაინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალთთავის ტარდება. ღონისძიებას, რომელიც სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, თბილისის მერიის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და არქიტექტურისა და დიაზაინის სფეროში მოღვაწე სპეციალისტები ესწრებოდნენ.
„არქიტექტურული პრემია 2016“
15/10/2016