ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან დავით ვერავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში – ხურჩაში, განმუხურში და ფახულანში იმყოფებოდა. კომისიის თავმჯდომარის ვიზიტის მიზანი ვითარების ადგილზე გაცნობაა. ირაკლი ბერაიას განცხადებით, არსებული ხელოვნური ბარიერების დანიშნულება მოსახლეობის იზოლაციაა. მისივე განმარტებით, საუკეთესო გამოსავალი ამ სიძნელის გადასახალახავად არის მშვიდობა, დეესკალაცია და შერიგება.
არსებული ხელოვნური ბარიერების დანიშნულება მოსახლეობის იზოლაციაა
23/09/2019