იუნესკოს გადაწყვეტილებით, არსებობს ერთი არაჩვეულებრივი დღე, როდესაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წიგნებისა და ავტორებისადმი პატივისცემას გამოხატავენ.
23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელთა ინიციატივით, შეგროვდა მხატვრული და სასწავლო ლიტერატურა, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დახმარებით, დღეს სამინისტროს სახელით, გადაეცა საგარეჯოს რაიონის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას.
იმედი გვაქვს, ჩვენი საჩუქარი გაახარებს ბიბლიოთეკის ერთგულ მკითხველებს, თვალწინ გადაუშლის მათ ახალ სამყაროს და დაეხმარება წარმატების მიღწევაში.
წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ 23 აპრილი იუნესკომ 1995 წელს ოფიციალურად დაასახელა, ხოლო მისი აღნიშვნა 1996 წლიდან დაიწყო.
საქართველოში წიგნის საერთაშორისო დღე 2003 წლიდან აღინიშნება. ამ დღეს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში იმართება წიგნის ფესტივალები, საჯარო ლექციები, წიგნის გამოფენა-გაყიდვები, „ღია კარის დღეები“, ლიტერატურული საღამოები და პრეზენტაციები.
არსებობს ერთი არაჩვეულებრივი დღე
23/04/2016