არა ნესკრაჰესს!- მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა სახელმწიფო კანცელარიის მიმართულებით

16/07/2016

ამ წუთებში საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მიმართულებით მიმდინარეობს საპროტესტო მსვლელობა სლოგანით ,,არა ნესკრაჰესს”, რომელიც ეწინააღმდეგება სვანეთში ნესკრაჰესის მშენებლობას.

,,ეს არის ყოვლად უკანონო ქმედება, სვანეთი არასდროს გაიყიდება. ეს კუთხე თავისი ვაჟკაცობით ყოველთვის მაგალითი იყო მთელი საქართველოსთვის. მრავალჯერ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ შეეწყვიტათ ამ გეგმის განხორციელება, მაგრამ ამაოდ. არცერთი დოკუმენტი არ არის გასაჯაროებული რის საფუძველზე დააკანონეს და მოიპოვეს ამისი უფლება. იმედი მაქვს გონიერება ეყოფა საქართველოს ხელისუფლებას და შეჩერდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში სვანი ხალხი არ აპირებს გაჩერებას ამ უკანონობის წინაშე”. – განაცხადა prof-news-თან ინტერვიუს დროს აქციის ერთ- ერთმა მონაწილემ- მარინა გადრანმა.

როგორც აქციის სხვა მონაწილეებმა აღნიშნეს prof-news-თან საუბარის დროს, პერმანენტულ აქციებს აუცილებლად მიმაართავენ თუ დღეს გადამწყვეტ ზომებს არ მიიღებს ხელისუფლება.
მოვლენების მიმდინარე განვითარებას prof-news-ი ჩვეულ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0