არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება

09/08/2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე ხილის გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებს და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ. შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის, ვალერიან მჭედლიძის განცხადებით, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი აქტიურად ემზადება ვაშლის მოსავლის აღებისთვის. არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება, რომლის მიზანია, დაუბინავებელი არ დარჩეს პროდუქტი და ფერმერებმა შემოსავალი მიიღონ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0