არასრულწლოვანთან ქორწინების გამო 24 წლის მამაკაცს სამართლებრივი პასუხისმგებლობა ემუქრება

05/04/2016

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის მკვიდრს, საქართველოს და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის ჩემპიონს მკლავჭიდში, 24 წლის გოგიტა ხიმშიაშვილს არასრულწოვანზე ქორწინების გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრება.

მის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2015 წლის 23 აგვისტოს, ბათუმის იუსტიციის სახლში გოგიტა ხიმშიაშვილმა და მისმა მეუღლემ თამარ აბდულიშმა, რომელსაც 16 წელი მიმდინარე წლის ზაფხულში უსრულდება, პირველი შვილი დაარეგისტრირეს.

როგორც prof-news-ს გოგიტა ხიმშიაშვილმა განუცხადა, ის ამჟამად ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობისთვის ემზადება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითხოვს.

”დაბარებული ვიყავი შუახევის პროკურატურაში, სადაც მითხრეს, რომ ჩემი საქმე განიხილება და პირობით სასჯელს შემიფარდებენ ან [საპროცესო] გარიგება მოხდება. ე.ი. ფული უნდა გადავიხადო, რასაც ვერ შევძლებ, პირიქით, სპონსორს ვეძებ, რომ ევროპის ჩემპიონატზე წავიდე”, – განაცხადა გოგიტა ხიმშიაშვილმა.

ხიმშიაშვილის განცხადებით, 2 წლის წინ, როცა დაოჯახდა, კანონისა და შეზღუდვების შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0