არასამთავრობო ორგანიზაციები აქცია-მსვლელობის გამართვას გეგმავენ

12/03/2016

პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრების გავრცელებას, არასამთავრობოები ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურებიან.

მესამე სექტორის წარმომადგენლები „ღია საზოგადოება საქართველო“ – ს ოფისში შეიკრიბნენ, სადაც ერთობლივი პოზიციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე მსჯელობენ.

არასამთავრობოები გეგმავენ შაბათს, დღის პირველ ნახევარში გამართონ აქცია, მას მსვლელობის სახე მიეცემა. როგორც ცნობილია ისინი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას გააპროტესტებენ.

„ალბათ კიდევ უფრო მნიშვნელოვან და მძაფრ დარტყმას უნდა ველოდოთ ამ ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არ არის ერთი კონკრეტული ადამიანის ან ადამიანთა მცირე ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული მოქმედება. ეს არის მოქმედება, რომელიც პირდაპირ ემუქრება ამ ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს, დემოკრატიისა და სამართლიანი არჩევნების პერსპექტივას“, – განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0