112-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელიც მიზნად ისახავდა 112-ის ცნობადობის და მის შესახებ ინფორმირებულობის ხარისხის შესწავლას, გამოიკვეთა, რომ არარეზიდენტებში ნომრის ცნობადობა ძალიან დაბალია. კერძოდ ტურისტების 76%-ს არ სმენია თუ რომელი გადაუდებელი დახმარების ნომერი მოქმედებს საქართველოში.
112-მა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად დაიწყო საინფორმაციო კამპანია, რომელიც გულისხმობს საქართველოს მასშტაბით ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში 112-ის საინფორმაციო ფლაერების განთავსებას.
ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ თითოეულ ტურისტს ჰქონდეს უსაფრთხოების განცდა და გადაუდებელი შემთხვევისას, იცოდნენ თუ რა ნომერზე უნდა დარეკონ დახმარების მისაღებად.
არარეზიდენტებში ნომრის ცნობადობა ძალიან დაბალია
28/04/2016