არაკომპეტენტურმა სტრუქტურებმა არ უნდა ისაუბრონ გამოძიების რაიმე კონკრეტულ ვადაზე

28/03/2016

მგონია, რომ არაკომპეტენტურმა სტრუქტურებმა არ უნდა ისაუბრონ რაიმე კონკრეტულ ვადაზე, – ამის შესახებ გია ვოლსკიმ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თავად საგამოძიებო და საერთაშორისო სტანდარტიც მეტყველებს იმაზე, რომ კალენდარს და წამზომს ნამდვილად არ უწერია სერიოზული განხილვა.

“მგონია, რომ არაკომპეტენტურმა სტრუქტურებმა, რაც არ უნდა დიდი სურვილი ჰქონდეთ, რომ სწრაფად დამთავრდეს გამოძიება, რაიმე კონკრეტულ ვადაზე არ უნდა ისაუბრონ, ვინაიდან კომპეტენცია, რა ვადაში შეიძლება ამა თუ იმ დანაშაულის გახსნა, ნამდვილად არ გააჩნიათ. თავად საგამოძიებო და საერთაშორისო სტანდარტიც მეტყველებს იმაზე, რომ კალენდარს და წამზომს, როგორც თქვენ ამბობთ, ნამდვილად არ უწერია სერიოზული განხილვა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0