დღეს ქალაქ ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრში ქალაქ ოზურგეთის მერიის ჯ. დუნდუას სახელობის ქართული-ხალხური ცეკვების სახელმწიფო ანსამბლ გურიას საიუბილეო საღამო გაიმართა, რომელსაც გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიებაზე აღინიშნა ჯუმბერ დუნდუას 75, ანსამბლ მეგობრობის 40, ანსამბლ გურიას 20 წლისა და ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდიას 30 წლის იუბილე. საზეიმოდ გაიხსნა ,,ანსამბლ გურიას” სახელობის ვარსკვლავი. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობისა და ქორეოგრაფთა კავშირის წარმომადგენლები, ჯუმბერ დუნდუას მემკვიდრეები და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.
ანსამბლ გურიას ვარსკვლავი გაუხსნეს
03/09/2016