სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ანსამბლ „ერისიონის“ გენერალურ დირექტორთან ოთარ ბლუაშვილთან და პროექტების მენეჯერთან ვანო ჩხაიძესთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ანსამბლი „ერისიონი“ პროექტის „ჩემი საქართველოს“ ფარგლებში საქართველოს რეგიონებში კონცერტებს მართავს. შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით ლომიძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე ორჯონიკიძემ, მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა თამარაშვილმა და ა(ა)იპ „ახალციხის ციხის“ დირექტორმა დავით ტაბატაძემ სტუმრებთან ერთად დაგეგმილი ღონისძიების საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. პროექტის ფარგლებში 31 აგვისტოს, კონცერტი ქალაქ ახალციხეში, „ახალციხის ციხეზე“ გაიმართება.
ანსამბლი „ერისიონი“ პროექტის „ჩემი საქართველოს“ ფარგლებში საქართველოს რეგიონებში კონცერტებს მართავს
29/07/2021