პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რობინ დანიგანთან გაცნობითი ხასიათის სამუშაო შეხვედრა გამართა.
მხარეებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღის წესრიგის პრიორიტეტულ საკითხებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
„შეხვედრაზე ჩვენი ქვეყნისთვის ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ. ქალბატონ ელჩს მადლობა გადავუხადე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და იმ წვლილისთვის, რაც მათ გაიღეს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესის მხარდასაჭერად. ვისაუბრეთ, ასევე, ევროკავშირის მხრიდან წარმოდგენილ ცხრა პუნქტთან დაკავშირებით, რომელზეც ვმუშაობთ და შევთანხმდით შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე, როგორც ამ ცხრა პრიორიტეტთან, აგრეთვე სხვა საკითხებთან დაკავშირებით., რაც ვფიქრობ, ხელს შეუწყობს და კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორულ თანამშრომლობას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.