ანდრია ბასილაია ფინეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

30/03/2024

თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ ფინეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრას სტუმრების მხრიდან ესწრებოდნენ ფინეთის პარლამენტის წევრი, საქართველო-ფინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მატიას მარტინენი, ჰელსინკის მერის მოადგილე დანიელ საზონოვი, ფინეთის რესპუბლიკის კლიმატისა და საბინაო სამინისტროს პოლიტიკური მრჩეველი ემა სტინა ვეჰმანენი, ფინეთის რესპუბლიკის სოციალური დაცვის მინისტრის პოლიტიკური მრჩეველი ემილ ნუტილა, ფინეთის რესპუბლიკის ეროვნული კოალიციური პარტიის მრჩეველი იოჰო კარკანენი და ჰელსინკის მუნიციპალური საბჭოს წევრი მატიას პაიულა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს პალამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოსა და ფინეთის რესპუბლიკის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მარიამ ლაშხი. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ფინეთის რესპუბლიკას შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ფინეთის მხარდაჭერასა და მის როლზე საქართთველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში. ფინეთის პარლამენტის წევრმა და საქართველოს-ფინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა მატიას მარტინენმა გამოთქვა პოლიტიკური და პრაქტიკული მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე გადასვლის პროცესში. ჰელსინკის მერის მოადგილემ დანიელ საზანოვმა ისაუბრა ქალაქ თბილისსა და ჰელსინკს შორის ურთიერთერთობის გაღრმავებაზე, კონკრეტული პროექტების განხორციელებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებზე. თავის მხრივ, თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიმ ჰელსინკის მერის მოადგილე მოიწვია ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც 2024 წლის 6-7 ივნისს საქართველოს დედაქალაქში გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0