ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

24/07/2017

სპორტული ბაზის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. საპროექტო ნაკვეთი 78772 კვ.მ ტერიტორიას მოიცავს. პროექტით გათვალისწინებულია 1575 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნის მოწყობა, ტრიბუნაზე იქნება 5 სექტორი და შშმ პირთათვის განკუთვნილი სპეციალური ადგილები. მოეწყობა 1 ბუნებრივსაფარიანი და 1 ხელოვნურსაფარიანი მოედანი. გათვალისწინებულია მოედნების განათება ორი – სავარჯიშო და სათამაშო რეჟიმით. პროექტის ფარგლებში აშენებულია 3 სართულიანი შენობა, მეოთხე სართულზე კი მოეწყობა ტერასა მედია საშუალებებისათვის. მეოთხე სართულზე, ორ დაშენებაში მოთავსებულია მართვის სისტემები. შენობაში განთავსდება ბაზის ადმინისტრაცია, გასახდელები, საშხაპეები, სავარჯიშო დარბაზები, სამედიცინო ოთახი, სალარო და სასტუმრო. ასევე მოეწყობა ავტოსადგომი და კომერციული ფართები. ობიექტი შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება. მშენებლობა 2017 წლის 25 დეკემბრისთვის დასრულდება. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება 4`116`170.00 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „მონოლითი-2005“ ასრულებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0