ანა დოლიძე თსუ-ში გამართულ გამოფენას დაესწრო

01/06/2016

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) შეიარაღებული ძალების“ თემაზე მოწყობილ გამოფენას დაესწრო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარის, სახალხო გვარდიის, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ფოტოები და მნიშვნელოვანი დოკუმენტები.
გამოფენის შემდეგ თსუ-ის ისტორიის დოქტორანტის დიმიტრი სილაგაძის საჯარო ლექცია და მის მიერვე მომზადებული ბროშურის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის და გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელები, სტუდენტები და პროფესორები დაესწრნენ.
გამოფენა სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0