ანა დოლიძე ასტანაში საკონსტიტუციო საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს

30/08/2017

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ყაზახეთში საკონსტიტუციო საკითხებზე დაგეგმილ საერთშორისო კონფერენციას დაესწრო, რომელიც ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღეს მიეძღვნა.
სამეცნიერო კონფერენცია ,,კონსტიტუცია და საზოგადოებისა და ხელისუფლების მოდერნიზაცია” ასტანაში მიმდინარეობს და მასში სხვადასხვა ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ყაზახეთის სამთავრობო წრეების უმაღლესი წარმომადგენლები ესწრებიან.
როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, კონფერენციაზე იმსჯელეს კონსტიტუციის როლზე სახელმწიფოში და საზოგადოებაში, მოდერნიზაციის გამოწვევებსა და საკონსტიტუციო რეფორმის პრინციპებზე.
ანა დოლიძე კონფერენციის ფარგლებში კოლეგებს და ყაზახეთის სასამართლოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებისას საუბარი საკონსტიტუციო რეფორმებსა და მის მნიშვნელობას შეეხო.
ანა დოლიძე კონფერენციაზე ყაზახეთის საკონსტიტუციო საბჭოს მიწვევით იმყოფება, რომელიც ვენეციის კომისიასთან ერთად ორგანიზებას უწევს აღნიშნული კონფერენციის ჩატარებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0