ანა დოლიძემ ახალი სასწავლო წელი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მოსწავლეებს მიულოცა

15/09/2017

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 7 წლის იუბილესა და ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა და საუკეთესო აკადემიური მოსწრების კადეტებს სერტიფიკატები გადაეცათ.
დაჯილდოების შემდეგ კადეტებმა სტუმრებისათვის შემოქმედებითი საღამო გამართეს.
ცერემონიის დასრულების შემდეგ ანა დოლიძე გოგონა კადეტებს არაფორმალურ გარემოში შეხვდა და მათ წინაშე მდგარ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
“ტრადიციად იქცა საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის დასწრება კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო წლის დაწყებისას. წლევანდელი წელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმითაც, რომ წელს ლიცეუმმა უპრეცენდენტო რაოდენობის გოგონები მიიღო, რაც ძალიან საამაყოა საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.
წელს ლიცეუმმა გოგონების მეორე ნაკადი მიიღო. გოგონების მიღება კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა შარშან დაიწყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0