ანანურში და ჭართალში “ოფთალმიჯი”-ს სამედიცინო აქცია გაიმართა

27/06/2019

ჭართლის და ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“-ს ექიმებმა უფასო სამედიცინო აქცია გამართეს. აქციის ფარგლებში, პაციენტებს ჩაუტარდათ მხედველობის გამოკვლევები და კონსულტაციის შედეგად დაენიშნათ შესაბამისი მკურნალობა. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჯავრიშვილის კლინიკა პერიოდულად ატარებს უფასო სამედიცინო აქციებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0