ანაკლიის პორტის პროექტის ეკონომიკურ-ტექნიკური დასაბუთება სოლიდურია

13/06/2019

„ანაკლიის პორტის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და სოლიდურია მისი ეკონომიკურ-ტექნიკური დასაბუთება“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ნათია თურნავა საქართველოს პრემიერ მინისტრთან და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად აშშ-ში იმყოფება და მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობს.

მინისტრის თქმით, პროექტის ეკონომიკურ-ტექნიკური, სოლიდური დასაბუთება არის სწორედ ის საფუძველი, რითიც აიხსნება ოთხი სხვადასხვა საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტის მაღალი ინტერესი პროექტის მიმართ.

„ეს ორგანიზაციები აწარმოებენ ჩვენთან მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ პროექტში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული და კომერციულადაც ძალიან მიმზიდველი პროექტი“ – განაცხადა ნათია თურნავამ

Tweet about this on TwitterShare on Facebook0