ანაკლიის ბანაკი 1 ივლისიდან ახალგაზრდებს მთელი საქართველოდან უმასპინძლებს

28/06/2023

ანაკლიის ბანაკი 1 ივლისიდან ახალგაზრდებს მთელი საქართველოდან უმასპინძლებს. ჯამში ბანაკში 2400 ახალგაზრდა დაისვენებს, მანამდე კი ტერიტორიაზე ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ზუგდიდის მერიის და ბანაკის ადმინისტრაციის ინიციატივით, „ზუგდიდდასუფთავების“ სპეციალიზებული ტექნიკით ერთობლივად მოხდა შტორმის შედეგად ნატანი მასალისგან ბანაკის წინ მდებარე სანაპირო ზოლის და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება. აქციაში ჩაერთნენ ბანაკის ლიდერებიც. ანაკლიის ბანაკი საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდებს 1 ივლისიდან 13 სექტემბრამდე უმასპინძლებს. ბანაკში ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი აქტივობების პროგრამაა შემუშავებული. პროექტს საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს, ახალგაზრდობის სააგენტო ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0