ანაკლიაში წყალარინების ამორტიზებული სისტემა სრულად მოწესრიგდება

17/03/2017

ანაკლიის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაში 20 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. პროექტს “აზიის განვითარების ბანკი” აფინანსებს. მშენებლობა სამი წლის წინ დაიწყო და წელს დასრულდება. მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში ანაკლიაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ჩავიდა. ზურაბ ალავიძესთან ერთად სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, მისმა მოადგილემ დავითკოდუამ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ამ ეტაპზე პროექტის განხორციელებაზე 50-მდე ადგილობრივი მუშაობს. ანაკლიაში წყალარინების სისტემა ათწლეულების განმავლობაში გაუმართავი და ამორტიზებული იყო. ახალი გამწმენდი ნაგებობა 1 000-ზე მეტ ადგილობრივ ოჯახს და ათასობით ტურისტს მოემსახურება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0