ანაკლიაში ,,მომავლის ბანაკი” გაიხსნა

28/06/2019

ანაკლიაში “მომავლის ბანაკი” გაიხსნა. ცერემონიალს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ესწრებოდნენ. „მომავლის ბანაკის“ მიზანია ახალგაზრდების გადამზადება, მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვებისა და ახალგაზრდების სოციალიზაციის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მონაწილეთა შორის შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა.
პროექტი არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით განხორციელდება და ძირითად ორიენტირად გაეროს მდგრადი განვითარების თემები განისაზღვრება. წელს ანაკლიის “მომავლის ბანაკში“ 3 ათასამდე მოსწავლე უფასოდ დაისვენებს, მთლიანობაში კი ბანაკი 10 ნაკადს მიიღებს. პროექტს სსიპ “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0