ანაკლიაში თხილის ფორუმი გაიმართა

23/11/2017

ანაკლიაში თხილის ფორუმი გაიმართა, სადაც ფერმერებთან და სპეციალისტებთან ერთად თხილის კულტურაში არსებულ გამოწვევბზე ისაუბრეს. კონფერენციაზე, ფერმერებმა სპეციალისტებისგან – თხილის დარგში აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
თხილის ფორუმი საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით მოეწყო. ფორუმს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი, სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით მალანია, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხეისუფლების წარმოამდგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, უცხოელი სტუმრები, თხილის გადამამუშავებლები, სასუქებისა და პესტიციდების მომწოდებლები, ფინანსური ინსტიტუტები და სადაზღვეო კომპანიები.
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის II კონფერენციის მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), თხილის მწარმოებელი იტალიური კომპანია ფერერო (Ferrero) და ამერიკული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია CNFA და „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტი“ (G-HIP).

Tweet about this on TwitterShare on Facebook0