ამ სიბინძურის შეჩერების ერთადერთი გზა “არას” თქმაა ხელისუფლებისთვის, რომელიც ტერორის ჩამდენთა მფარველობითაა დაკავებული

11/03/2016

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი დავით ბაქრაძე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებას ეხმაურება და მომხდარს გმობს . როგორც ბაქრაძე განმარტავს, ყველაფრის შეჩერების ერთადერთი გზა საზოგადოების მხრიდან ხმამაღალი “არას” თქმაა ამ სიბინძურისა და იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც ტერორის ჩამდენთა მფარველობითაა დაკავებული.

“ამ სიბინძურის გავრცელება ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ მორალური ტერორია, რომელსაც ქართული სახელმწიფოს ზნეობრივი და პოლიტიკური საფუძვლის შერყევა შეუძლია. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ასეთმა სიბინძურემ რეგულარური სახე მიიღო. მახსენდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება, “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის პრესკონფერენცია, ჟურნალისტ ეკა მიშველაძის განცხადება. ესაა მცირე ჩამონათვალი ასეთი ტიპის ფაქტების, რომლებთაც რეაგირება არ მოჰყოლია, არ ყოფილა გამოძიებული და არავინ დასჯილა. ამიტომ, ამ ყველაფრის შეჩერების ერთადერთი გზა საზოგადოების მხრიდან ხმამაღალი “არას” თქმაა ამ სიბინძურისთვის. “არას” თქმა იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც ამ ტერორის ჩამდენთა მფარველობითაა დაკავებული”, – აცხადებს ბაქრაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0