ამ დროისთვის, კლინიკებში 13 პაციენტი რჩება

25/06/2019

20 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებულთაგან ამ დროისთვის, კლინიკებში 13 პაციენტი რჩება. აღნიშნულის შესახებ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, სტაბილური მდგომარეობა აღენიშნება რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფ ორ პაციენტს. მათგან ერთი, შესაძლოა, მართვითი სუნთქვის აპარატიდან უახლოეს პერიოდში მოიხსნას. დღის ბოლომდე კი, სამედიცინო დაწესებულება კიდევ 5-მა პირმა დატოვოს. ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალისტებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0