ამ დროისთვის, გართულებულია მიმოსვლა შატილის თემის 8 სოფელთან

07/06/2019

შატილის თემთან დამაკავშირებელი სამანქანო გზის გაწმენდით სამუშაოებს მხარის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მცხეთა-მთიანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსთან თემურ მონიავასთან და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად გაეცნო. 5 ივნისს, ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებული მდინარე გუროსხევიდან ჩამოტანილმა მყარმა მასალამ გზა 80 მეტრის მანძილზე დააზიანა. აღდგენით სამუშაოებს ბარისახო-შატილის გზის რეაბილიტაციის პროექტის შემსრულებელი შპს „მამისონი“ ამ დრომდე ახორციელებს. ამ დროისთვის, გართულებულია მიმოსვლა შატილის თემის 8 სოფელთან. ვითარების რეგულირების პროცესში ჩართულები არიან მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის რეინჯერები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0