ამომრჩეველთა აქტივობა

30/10/2016

ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 სთ-ის მდგომარეობით გააცნო. მოცემული დროისთვის აქტივობამ 4,65 % (115 302 ამომრჩეველი) შეადგინა.
რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას, ოლქების მიხედვით, ყველაზე მეტი ამომრჩეველი დაფიქსირდა №37-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩევლთა 9% გამოცხადდა. გარდა ამისა, ახალციხე-ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტოტიაზე, კერძოდ №44-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობის 6,5% დაფიქსირდა. ასევე ბაღდათისა და ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე, №51-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სადაც ამომრჩეველთა აქტივობამ 6.7 % პროცენტი შეადგინა. ასევე მაღალი მაჩვენებლი დაფიქსირდა ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე, №60-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც აქტივობამ 6.6% შეადგინა. ამომრჩევლთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა სენაკის საოლქო საარჩვენო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზეც, სადაც მისული ამომრჩეველბის რაოდენობამ 6.3% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მთაწმინიდის, ვაკისა და გორის საოქლო საარჩევნო კომისიების სამოქმედი ტერიტორიაზე ყველაზე ნაკლები ამომრჩეველი გამოცხადდა, სადაც მისული ამომრჩევლების რაოდენობამ 3 პროცენტი შეადგინა.
საინფორმაციო ბრიფინგზე ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს არჩევნების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან პროცედურული ხასიათის რამდენიმე ხარვეზზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, მთაწმინდის №მე-20 საარჩევნო უბაზე საუბნო საარჩევნო კომისიამ სადამკვირვებლო ორგანიზაცია „მომავლის არჩევანის“ დამკვირვებელს საარჩევნო უბანი დაატოვებინა კომისიის საქმიანობაში, კონკრეტულად კი მდივნის ფუნქციებში ჩარევის გამო.
გორის №49-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს ჰქონდა რეგისტრატორის მაგიდასთან ხმის მიცემის მცდელობა. მას სურდა კაბინის გარეთ გაეკეთებინა არჩევანი, რისი საშუალებაც კომისიის თავმჯდომარემ არ მისცა. თავმჯდომარის მითითებით ამომრჩეველი შევიდა კაბინაში და გამოხატა საკუთარი ნება. ხარვეზი მალევე აღმოიფხვრა.
ზუგდიდის №57-ე საარჩევნო უბანზე კომისიის ყოფილი წევრი პარტიიდან ”უსუფაშვილი-რესპუბლიკელები” მივიდა საარჩევნო უბანზე საქმიანობის განსახორციელებლად და წილისყრაში მიიღო მონაწილეობა. თუმცა, მოგვიანებით დადგინდა, რომ მას უფლებამოსილება ჰქონდა შეწყვეტილი, არ იყო კომისიის წევრი და შესაბამისად მას უბანი დაატოვებინეს.
ქუთაისის მაჟორიტარული ოლქის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე რეგისტრატორის ზედმეტი ბეჭედი აღმოჩნდა. კომისიის წევრებმა ის უკვე დალუქეს და დღის ბოლოს საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაიგზავნება.
ზუგდიდის №მე-9 საარჩევნო უბანზე საჩივარი დაიწერა. უბნის ორმა წევრმა „რესპუბლიკური პარტიიდან“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ უარი განაცხადეს ფუნქციათა გასანაწილებლად ჩატარებულ წილისყრაში მონაწილეობაზე.
ისნის №66-ე და №49-ე საარჩევნო უბნებზე ორი პიროვნება ცდილობდა შესულიყო ყალბი სააკრედიტაციო მოწმობით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაამოწმა ინფორმაცია ორივე შემთხვევაში, აღნიშნული პიროვნებები ნამდვილად სარგებლობდნენ სხვა სააკრედიტაციო მოწმობებით, ანუ ყალბი მოწმბობებით, შესაბამისად,მათ დაატოვებინეს საარჩევნო უბანი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0