ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდსიტუაციას ადგილზე გაეცნენ

02/05/2020

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატთან გოგი მეშველიანთან, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და მისმა მოადგილემ, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან ერთად შეხვედრა გამართეს.
ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაციას გაეცნენ. ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა მამარდაშვილმა მათ მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაციის კონტროლის მიზნით, სამოქმედო გეგმა დასახეს.
როგორც შეხვედრაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა აღნიშნა, სამოქმედო გეგმის ეფექტური განცხორციელების მინზით, მუნიციპალიტეტი მედიკოსებს ყველა საკითხში დროულად დაეხმარება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0