ამერიკის ჯარების გენერალმა დმანისში სასწავლო და სარეაბილიტაციო სამედიცინო დაწესებულების მშენებლობის პროცესი დაათვალიერა

05/08/2017

ამერიკის ჯარების გენერალმა, დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად სასწავლო და სარეაბილიტაციო სამედიცინო დაწესებულების მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
პროექტს ამერიკის საელჩოსა და დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით ახორციელებს ,,ამერიკის ჯარების ევროპული სარდლობა საქართველოში“ 770 000 დოლარის დაფინანსებით.
სასწავლო და სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას საფუძველი 2016 წლის 16 სექტემბერს ჩაეყარა, რომელიც გეგმა-გრაფიკით დასრულდება მიმდინარე წლის ოქტომბერში.
დაწესებულება ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისა და ავადმყოფებისთვის, ასევე ჯარისკაცებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის იქნება განკუთვნილი.
სტუმრებმა ქალაქ დმანისში არქეოლოგიური საექსპოზიციო დარბაზი, ნაქალაქარში კი ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმი დაათვალიერეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0