ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ერგნეთში აგვისტოს ომის მუზეუმს ეწვია

18/08/2017

ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იან კელი გორის მუნიცპალიტეტის გამგებელთან და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექრორთან ერთად სოფელ ერგნეთში აგვისტოს ომის მუზეუმს ეწვია.
ოფიციალური დელეგაციის წევრებმა მუზუმში ომგამოვლილი ექსპონატები დაათვალიერეს და ბანერზე „არა ოკაუპაციას“ საკუთარი ხელმოწერებით ოკუპაციასთან დკავშირებით პოზიციები დააფიქსირეს.
ომის მუზემში იან კელიმ მედიისათვის განცხადებაც გააკეთა – „მადლიერი ვარ იმ ხალხის, ვინც საკუთარი ინიციატივით მოაწყო ეს მუზეუმი სახლში, რომელიც მავთულხლართებიდან 150 მეტრში მდებარეობს. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მომავალმა თაობებმა იცოდნენ თუ რა არის აგრესიისა და ომის საფასური. მტკიცედ მჯერა, რომ ოკუპაცია დიდხანს ვერ გასტანს, არც ეს მავთულხლართები დარჩება აქ დიდხანს.
საქართველო კვლავ გამთლიანდება და იქნება წარმატებული, დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა“.
სოფელ ერგნეთამდე, ამერიკის ელჩი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და სოფელ დიცში იმყოფებოდა, სადაც, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ედუარდ რაუპის სახელობის ბიბლიოთეკა და სოფელ დიცში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის კედლებზე გიორგი სოსიაშვილი მიერ აღმოჩენილი, მეცხრე საუკუნით დათარიღებული უძველესი წარწერები დაათვალიერა.
აგვისტოს თვეში ამერიკის ელჩი გორის მუნიციპალიტეტს მეორედ ესტუმრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0