ამერიკის მთავრობის დაფინანსებული პროექტები შეჯამდა

11/04/2017

საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელვა, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მმართველი გუნდის წარმომადგენლებს – ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე პრეზიდენტის მოადგილეს ფატიმა სუმარსა და კორპორაციის მმართველ დირექტორს ჯონათან ბრუქსს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის-საქართველო აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯენერ ედელმანი.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტის ფარგლებში წარმატებით განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტები. დადებითად შეფასდა ათასწლეულის კომპაქტის პროფესიული და უმაღლესი განათლების პროექტების მიმდინარეობა და მიღწევები.

აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტი (გრანტი) 2014 წელს შევიდა ძალაში და ითვალისწინებს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით. კომპაქტს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0