ამბროლაურში სიმსივნის პრევენციისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო

27/05/2019

ქ.ამბროლაურში, საქველმოქმედო ფონდ “ფეა თრიიზ ფაუნდეიშენის” და კლინიკა “კურაციოს” ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სიმსივნის დროული დიაგნოსტირების და პრევენციისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა. ოფიციალურ გახსნას სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, კომპანია “ფეა თრიიზ”-ის ხელმძღვანელი მარიანა ბოლსი, ამავე კომპანიის წარმომადგენელი ჟანა ბაბუნაშვილი, რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კვირეულის ფარგლებში, კურაციოს მაღალპროფესიონალ მედიკოსთა გუნდის მეშვეობით, 30-დან 60 წლამდე ქალბატონებს საშუალება მიეცემათ უფასოდ ჩაიტარონ სარძევე ჯირკვლის სკრინინგი, რაც მოიცავს:
მამოლოგის კონსულტაციას;
სარძევე ჯირკვლის ექოსკოპიას, ასევე სარძევე ჯირკვლის დაავადებებისას სხვა დაინტერესებული ორგანოების ექოსკოპიას;
სარძევე ჯირკვლის პათოლოგიაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში ფუნქციური ბიოფსია და ბიოპტატის ციტოლოგიური კვლევა;
სარძევე ჯირკვლის პათოლოგიაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში – მამოგრაფია.

კვირეულის ფარგლებში, ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ადგილობრივი ქალი მხატვრების გამოფენას უმასპინძლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0