ამბროლაურში, სატყეო სამსახურის ახალი ოფისის მშენებლობა მიმდინარეობს

11/06/2020

ქალაქ ამბროლაურში, სატყეო სამსახურის ახალი ოფისის მშენებლობის მიმდინარეობას გარემოს დაცისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ადგილზე გაეცნო. ოფისის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
მოქალაქეებს საშუალება ექნებათ განახლებულ სივრცეში ისარგებლონ ეროვნული სატყეო სააგენტოს ყველა მომსახურებით. შენობა აღჭურვილი იქნება მაღალი სტანდარტების საჭირო ინვენტარით და ტექნიკით. ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში არჩილ ჯაფარიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მოსახლეობას სატყეო სამსახურის სერვისებით სარგებლობა მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ, რადგან ახალი ოფისი რაიონული ცენტრის ახლოს შენდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო დროს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სააგენტოს თანამშრომლეთა სოციალური გარანტიები და სამუშაო პირობები. სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს მეტყევეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად, ასევე, განსაკუთრებული სირთულის დავალების შესრულებისათვის წახალისების ფორმის გამოყენებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დასაქმებულთა მოტივაციას”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, ქვეყნის მასშტაბით, რეგიონული სატყეო სამსახურების ოფისების რეაბილიტაცია დაიწყო, განახლდა ავტოპარკის ნაწილი და აღჭურვილობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0