ამბროლაურში, საკონსულტაციო საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომლის შემადგენლობაში რწმუნებულთან ერთად, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები შედიან. არჩილ ჯაფარიძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხი განიხილა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო “მთის ტურიზმის მდგრადი განვითარების და ორგანული სოფლის მეურნეობის შესახებ” პროექტის გაცნობას, რომელიც ავსტრიის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა – ვახტანგ მშვიდობაძემ, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსმა -გიორგი მაქარაშვილმა და პროექტების ჯგუფის ხელმძღვანელმა კარლ გოპერტმა სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად წარადგინეს , ისაუბრეს პროექტის დეტალებზე და სამომავლო პერსპექტივებზე.
რწმუნებულმა თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა,რომ აუცილებელია პროექტის შესახებ მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება, რათა მოხდეს მათი ჩართვა რეგიონის განვითარების პროცესში.
თათბირზე ასევე მოისმინეს ინფორმაციები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე:
რეგიონში სასმელი წყლის ხარისხის შემოწმების მიზნით გატარებული ღონისძიებების და დასკვნების შესახებ;
ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ;
ტურისტული სეზონისთვის მზადების და ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ და სხვა საკითხები.