ამბროლაურში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

11/06/2018

სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაში მორიგი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც მხარის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე უძღვებოდა. საბჭოს შემადგენლობაში გუბერნატორთან ერთად, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები შედიან. სხდომაზე პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსმა -გიორგი მაქარაშვილმა წარმოადგინა პროექტის პრეზენტაცია „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის სასოფლო განვითარების ცენტრი“–ს შექმნის შესახებ. ცენტრის მიზანი სოციო–ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, მიგრაციის შეფერხება და ფინანსურად შემოსავლიანი გარემოს შექმნა იქნება, რაც საცხოვრებლად მიმზიდველს გახდის რეგიონს. პროექტმა მუნიციპალიტეტების მერების მხრიდან მოწონება დაიმსახურა და დაისახა სამომავლო პროცედურები. გარდა ამისა, საბჭოს სხდომაზე გუბერნატორის პირველმა მოადგილემ დავით ღუდუმიძემ საკონსულტაციო საბჭოსთან არსებული სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ ისაუბრა და მუნიციპალიტეტების მერებს შესაბამისი კანდიდატურების წარსდგენა სთხოვა. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხი: 2018 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, რეგიონში ტურიზმის მიმართულებით არსებული მდგომარეობა, აზიური ფაროსანას გავრცელებასთან დაკავშირებული რისკები, 2018 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, სავალდებულო საგაზაფხულო სამხედრო გაწვევები, სასმელი წყლის სათავე ნაგებობებზე არსებული მდგომარეობა და სხვა საკითხები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0