ამბროლაურში ლორის საწარმოს მშენებლობა იწყება

09/09/2016

ამბროლაურში ლორის საწარმოს მშენებლობა იწყება. კომპანია “რაჭული ლორის“ დამფუძნებელი როსტომ კობახიძე აცხადებს, რომ ქარხნის მშენებლობა დეკემბერში დასრულდება, პროდუქცია ბაზარზე კი მომავალი წლიდან გამოჩნდება. მისი ინფორმაციით, მშენებლობის ნებართვა უკვე აღებული აქვთ. საწარმო ამბროლაურში უნდა აშენდეს. ქარხანაში დაახლოებით 15 ადამიანი დასაქმდება. ქარხნის წლიური წარმადობა 20 ტონა იქნება. პროდუქცია სრულად ქართული ღორის ხორცისგან დამზადდება. კილოგრამი ლორის ღირებულება, სავარაუდოდ, 20-დან 25-ლარამდე იქნება.
რაჭაში ლორის საწარმოს მშენებლობისთვის 350 000 დოლარი დაიხარჯება. როგორც როსტომ კახიძე აცხადებს, თანხის 50% სესხად აქვს აღებული, 40% გრანტია, 10% კი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოდან მიღებული თანადაფინანსება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0