შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს ქ. ამბროლაურში ალილო მოეწყო. მსვლელობას წინ სასულიერო პირები მიუძღვებოდნენ. მლოცველებმა ალილოს სიმღერით შემოიარეს ქალაქის ქუჩები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახების დასახმარებლად შემოწირულობები შეაგროვეს. სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ასლან საგანელიძესთან ერთად, ალილოს მონაწილეებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ტკბილეული გადასცა. შობის ამ ფორმით აღნიშვნის ტრადიცია საქართველოში უძველესი დროიდან არსებობს.
ამბროლაურში ალილოს საზეიმო მსვლელობა გაიმართა
07/01/2020