ამბროლაურის სოფლებში ამბულატორიების მშენებლობა მიმდინარეობს

30/10/2019

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სასოფლო ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია. მიმდინარეობს 4 ახალი ამბულატორიის მშენებლობა და 8 არსებული ამბულატორიის რეაბილიტაცია. სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად , ჯვარისა-ქედისუბნის, ხიდიკრისა და ჭრებალოს სასოფლო ამბულატორიების სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

„მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ამბულატორიების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 425 200 ლარი დაიხარჯება. ჩვენს მოსახლეობას შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, საჭიროების შემთხვევაში, თავიანთ სოფლებში, ადგილზე მიიღონ პირველადი სამედიცინო მომსახურება კომფორტულ და შესაბამისად აღჭურვილ გარემოში. რეგიონში სამედიცინო სერვისების გაუმჯობესება და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს”-განაცხადა ჯაფარიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0