ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

03/11/2019

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ამჯერად მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე, მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე მუნიციპალიტეტის სოფლების: ჟოშხის, გენდუშის, ჭრებალოსა და ჭყვიშის მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს ადგილზე გაეცნენ. სოფლებში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ საჭიროებად სასმელი წყლის სისტემისა და შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება და გაზიფიცირება დასახელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0