ამაყი ვართ, რომ შევძელით შეგვექმნა ასეთი მიმზიდველი გარემო პოტენციური ინვესტორებისთვის

21/04/2016

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა GeoHydro-ს გენერალურ დირექტორთან ირაკლი ცანკაშვილთან ერთად კომპანიის გაცნობითი სახის კონფერენცია გახსნა. კომპანია GeoHydro ჰიდრო ტურბინების მწარმოებელი, მსოფლიოში ცნობილი ბრენდის bfl-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც აწარმოებს ტურბინებს მცირე და საშუალო ჰესებისთვის.

„გასული სამი წლის განმავლობაში ექსპლუატაციაში შევიდა 16 ელექტროსადგური, აქედან 14 ჰიდროელექტროსადგურია და ორი თბოსადგური. მათი ჯამური დადგმული სიმძლავრე 420 მგვტ-ია, ჯამური საინვესტიციო ღირებულება კი 540 მლნ აშშ დოლარი. ამჟამად, განხორციელების სხავდასხვა ეტაპზეა 122 მემორანდუმი, ჯამური დადგმული სიმძლავრით 4ათას 300 მგვტ-ი და სავაურადო ჯამური საინვესტიციო ღირებულებით 8 მილიარდი დოლარი. საქართველოს მთავრობა და მე ამაყი ვართ, რომ შევძელით შეგვექმნა ასეთი კონკურენტუნარიანი და მიმზიდველი გარემო პოტენციური ინვესტორებისთვის. ჩვენ მივესალმებით ტურბინების წარმოების მიმართულებით დიდი გამოცდილების მქონე ლიდერ კომპანიებს საქართველოში. ასეთია BFL, რომელსაც საქართველოში ოფიციალურად GeoHydro წარმოადგენს“ – განაცხადა ელოშვილმა.

აღსანიშნავია, რომ BFL აწარმოებს სამი ძირითადი ტიპის ტურბინებს (კაპლანი, ფრენსისი და პელტონი) სიმძლავრით 500კვ-იდან 30000კვ-მდე ერთეულზე და ასევე, უზრუნველყოფს დანადგარების მიწოდებას ( შემშვები სარქველები, გენერატორები, ავტომატიზაციის და კომუნიკაციის მოწყობილობები და სხვა დამხმარე კომპონენტები) ე.წ. turn-key გადაწყვეტილებისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0